'შუქურა' შინ დამარცხდა, 'ვიტ ჯორჯიამ' ფრედ დაასრულა
'შუქურა' შინ დამარცხდა, 'ვიტ ჯორჯიამ' ფრედ დაასრულა

საქართველოს საფეხბურთო სეზონი დაიწყო. ეროვნული ლიგა 2-ში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა.

”ვიტ ჯორჯია” ”მცხეთა პარკზე” ”ცხინვალი” მიიღო. სტუმრები ანდრო ნემსაძემ 48-ე წუთზე დააწინაურა, მაგრამ 77-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა წონასწორობა აღადგინა, შეხვედრა კი 1:1 დასრულდა.

ქობულეთის ”შუქურამ” ლანჩხუთში ლიგის დებიუტანტ ”ნორჩ დინამოს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა. სტუმრებმა მამია ჟვანიას დუბლით და ბექა ბეროშვილის გოლებით 3:2 მოიგეს. მასპინძლებიდან თავი გიორგი ივანიაძემ და დოს რეის რამოს რაიმ გამოიჩინეს.

ტური ხვალ, 3 მარტს მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გასამართი მატჩით დასრულდება – ადგილობრივი ”მერანი” ”გაგრას” დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ ასევე, რომ დღეს ახალ სეზონს ეროვნული ლიგა 1-ს გუნდებიც დაიწყებენ.