„შუქურა“ რამდენიმე ლიდერს შეელია და ახალწვეულებს ელის
„შუქურა“ რამდენიმე ლიდერს შეელია და ახალწვეულებს ელის

„შუქურამ“ ქობულეთში მესამე წრისთვის მზადებას აგრძელებს. მეორე წრის დასრულების შემდეგ გუნდში ბევრი საკადრო სიახლეა.

„შუქურა“ ძირითადი შემადგენლობის ბევრმა მოთამაშემ დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ქობულეთიდან წავიდნენ დავით კუპატაძე, გიორგი დობორჯგინიძე, ნიკო კვასხვაძე, გიორგი ივანიაძე, გუჯა ლობჯანიძე და დავით ცეცხლაძე. კონტრაქტის ვადა დაუმთავრდა აგბრე სტეფანე დასსეს, ხოლო ნიგერიელი კონიეჰა გოდვინ ონიეკა მეორე წრის დასრულებამდე წავიდა.

რაც შეეხება თენგიზ კობიაშვილს, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ის გუნდის მთავარ მწვრთნელის პოსტზე დარჩა. „შუქურაში“ ახალწვეულებსაც ელიან. „შუქურამ“ პირველ ნახევარში მხოლოდ 16 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. აქედან გამომდინარე გუნდის უპირველესი ამოცანა ეროვნულ ლიგა 2 – ში ადგილის შენარჩუნებაა.