ეროვნული ლიგიდან გავარდნილი ქობულეთის „შუქურა“ მთავარ მწვრთნელს და რამდენიმე მოთამაშეს დაემშვიდობა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„გიორგი შაშიაშვილს „შუქურაში“ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა ამოეწურა. კლუბი მადლობას უხდის გიორგის გაწეული საქმიანობისათვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში“, – წერია კლუბის განცხადებაში.
ამას გარდა, ქობულეთის „შუქურა“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სამ ლეგიონერს დაემშვიდობა. ცნობილი იყო, რომ ბრაზილიელი ნახევარცველი ჯეფერსონ ჯერალდო წავიდა და კონტრაქტი წყალტუბოს „სამგურალთან“ გააფორმა.
ჯეფერსონის გარდა, კლუბი ასევე დატოვეს ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ჟუნინიო კაბრალმა და უკრაინელმა ცენტარლურმა მცველმა ივან სპიჩკამ.
კლუბის პრესსამსახურის ცნობით, უახლოეს პერიოდში გაირკვევა ქობულეთის „შუქურას“ მთავარი მწვრთნელის ვინაობა.