„შუქურა“ ლიგა 4-ში დაქვეთდა, ლიგა 2-ში კი „რუსთავი“ ითამაშებს - ეროვნულმა ლიგამ ლიცენზირების შედეგები გამოაქვეყნა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ადმინისტრაციამ კლუბების ლიცენზირების შედეგები გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ქობულეთის „შუქურა“ ლიგა 4-ში დაქვეთდა. მისი ადგილს ეროვნულ ლიგა 2-ში „რუსთავი“ დაიკავებს, ხოლო ლიგა 3-ში „მაჭახელა“ დაწინაურდა.
2024 წლის ეროვნული ლიცენზიის მისაღებად განაცხადი წარადგინეს ეროვნული ლიგის, ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის და ქალთა ლიგის კლუბებმა. ასევე, ლიგა 4-ის შვიდმა და ქალთა ლიგა 2-ის ხუთმა კლუბმა.
ლიცენზირების პროცესის პირველ ეტაპზე კლუბებმა, ექსპერტებთან კონსულტაციებით, სალიცენზიო დოკუმენტაცია წარმოადგინეს 2023 წლის სექტემბერ/ოქტომბერში, რომლის საფუძველზეც სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტმა ჩაატარა პირველი განხილვა და 2023 წლის 3 ნოემბერს მიიღო პირველი გადაწყვეტილებები.
კლუბებს, რომლებსაც პირველი განხილვის შედეგად უარი ეთქვათ ლიცენზიაზე, მიეცათ მეორე, საბოლოო განხილვისთვის ხარვეზების გამოსწორების ვადა – 27 ნოემბერი. აღნიშნულ ვადაში კლუბების მიერ ხელმეორე განხილვისთვის წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე, 2023 წლის 7 და 8 დეკემბერს ლიცენზირების კომიტეტმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილებები 2024 წელს ლიცენზირებად ლიგებში მონაწილეობისთვის გასაცემი ეროვნული ლიცენზიების შესახებ, კერძოდ:
ეროვნულ ლიგაში და ქვედა ლიგებში ასპარეზობისთვის საჭირო – PRO, A და B საკლუბო ლიცენზიები მიიღო 14 კლუბმა:
1. დინამო ბათუმი
2. დინამო თბილისი
3. ტორპედო ქუთაისი
4. დილა გორი
5. სამგურალი
6. საბურთალო
7. გაგრა
8. თელავი
9. სამტრედია
10. კოლხეთი ფოთი 1913
11. გარეჯი
12. სპაერი
13. სიონი ბოლნისი
14. ლოკომოტივი თბილისი
ეროვნულ ლიგა 2-ში და ქვედა ლიგებში ასპარეზობისთვის საჭირო – PRO, A და B საკლუბო ლიცენზიები 18 კლუბმა მიიღო:
1. დინამო თბილისი 2
2. ვიტ ჯორჯია
3. კოლხეთი ხობი
4. მერანი მარტვილი
5. ნორჩი დინამო მერანი
6. არაგვი
7. შტურმი
8. რუსთავი
9. ვარკეთილი
10. მეშახტე ტყიბული
11. ირაო თბილისი
12. საბურთალო 2
13. გორი
14. გურია ლანჩხუთი
15. ლოკომოტივი თბილისი 2
16. მაჭახელა
17. ნორჩი დინამო მერანი 2
18. ჩიხურა საჩხერე
ლიგა 3-ში ასპარეზობისთვის საჭირო – B საკლუბო ლიცენზია მიიღო 8 კლუბმა:
1. ბორჯომი
2. ბახმარო
3. ზესტაფონი
4. გონიო
5. ბეთლემი ქედა
6. გარდაბანი
7. ოდიში 1919
8. სამგურალი 2
ქალთა საკლუბო ლიცენზია მიიღო 12 კლუბმა:
1. ლანჩხუთი
2. სამეგრელო
3. კვარტალი
4. ბათუმი
5. კოლხეთი ხობი
6. ნორჩი დინამო მერანი
7. მართვე
8. დინამო სოხუმი
9. ელიტა
10. რაჭა 2020
11. ვერე
12. გორი იუნაიტედი
ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებებით, ქობულეთის „შუქურას“ უარი ეთქვა ეროვნულ ლიგა 2-ში და ლიგა 3-ში ასპარეზობისთვის საჭირო – PRO, A და B საკლუბო ლიცენზიებზე. შედეგად, გუნდი ასპარეზობას ლიგა 4-ში განაგრძობს, დებულების თანახმად კი ეროვნულ ლიგა 2-ში – „რუსთავი“, ხოლო ლიგა 3-ში „მაჭახელა“ დაწინაურდება.
ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებები ლიცენზირების გრაფიკით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა შემდგომ, სფფ-ის კლუბების ლიცენზირების აპელაციის ორგანოში და აქედან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილებები საბოლოოა.