„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2“-ში მე-11ტურის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა,
ფოთის „პარკი არენაზე“ „კოლხეთმა“ „ზუგდიდს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მასპინძლებიდან გოლები გაიტანეს ნიკა კირკიტაძემ (19) და დათო დარციმელიამ (71). ამით „კოლხეთმა“ მოუგებელი თამაშების სერია შეწყვიტა, რომელიც 10 მარტიდან დაიწყო – ზუგდიდლებთან შეხვედრამდე „კოლხებმა“ ზედიზედ ცხრა მატჩი წააგეს.
სპაერის სტადიონზე „გაგრამ“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ანგარიში მასპინძლებმა ვასილ ხოსიტაშვილის (33) პენალტით გახსნეს, მაგრამ ქობულეთელთა შემტევმა ნახევარმცველმა ომარ ბულუხაძემ (43, 58) დუბლი შეასრულა და „შუქურას“ გამარჯვება მოუტანა – 1:2.
11 ტურში მოპოვებული 20 ქულით „შუქურამ“ მეოთხე პოზიციაზე აინაცვლა, „გაგრა“ (12) მეშვიდეზეა. „კოლხეთმა“ სეზონში პირველი გამარჯვებით ბოლო ადგილს დააღწია თავი და ექვსი ქულით მერვეზე დაწინაურდა, „ზუგდიდი“ კი (4) ისევ მეცხრეზეა.