ქობულეთის „შუქურა“ წელიწადნახევრის შემდეგ საკუთარ „ჩელე არენაზე“ დაბრუნდა და გულშემატკივარს ნამდვილი დღესასწაული მოუწყო.
ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ის 29-ე ტურში ქობულეთელებმა „ცხინვალს“ უმასპინძლეს და 5:1 დაამარცხეს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმი დაძაბულად დაიწყო. მთავარმა არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა მოედნიდან სტუმართა მეკარე, დავით კერესელიძე გააძევა. 54-ე წუთზე „შუქურამ“ ფელიპე ნუნიეშის გატანილით გოლით ანგარიში გახსნა, ზუსტად ოთხ წუთში „შუქურამ“ მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღო: ამჯერად თავი კვლავ ლეგიონერმა, დოს რეის რამოსიმ გამოიჩინა და შეხვედრის 58 წუთზე, ანგარიში ორამდე გაზარდა. მესამე გოლი კაპიტანმა გიორგი ჩელებაძემ 74-ე წუთზე გაიფორმა და ანგარიშიც სამამდე გაიზარდა. სტუმრებმა 81-ე წუთზე სხვაობა შეამცირეს, ზუსტად ერთ წუთში კი შეცვლაზე შემოსულმა ლუკა ნემსაძემ, ანგარიში ოთხამდე გაზარდა და ბოლოს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კიდევ ერთი გოლი გავიდა. ამჯერად თავი ოთარ მუხულიშვილმა გამოიჩინა და საბოლოოდ, „შუქურამ“ ცხინვალი დიდი ანგარიშით – 5:1 გაანადგურა
საკუთარ ქალაში დაბრუნება „შუქურასთვის“ ფეხბედნიერი აღმოჩნდა. ამ მოგებით გუნდმა სატურნირო ცხრილში 31 ქულა დააგროვა და ბოლოდან მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა, მისი უშუალო კონკურენტები „სამგურალი“, „მერანი“ და „ცხინვალი“ კი უკან ჩამოიტოვა.