ქობულეთის „შუქურამ“ სეზონისთვის მზადება დაიწყო. კლუბის პრეს-სამსახურმა საკადრო სიახლეები გაავრცელა.
გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კვლავ თენგიზ კობიაშვილი დარჩა, რომელმაც გუნდი მაისში ჩაიბარა და შეუძლებელი შეძლო – გასავარდნი გუნდი პლეი-აუტშიც კი არ მოხვდა, ადგილი ისე შეინარჩუნა.
ამ ეტაპზე გუნდი თბილისში ვარჯიშობს. მეკარეების მწვრთნელად იური მამინაშვილი იმუშავებს რომელიც ბათუმის „დინამოდან“ გადმობარგდა. ბათუმის „დინამოდან“ „შუქურაში“ იჯარით რამდენიმე ფეხბურთელი ითამაშებს, რომელთა ზუსტი სიაც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
გუნდს სამი ლეგიონერი ჰყავს – ფელიპე ნუნიეში, ჯეფერსონ ჯერალდო და დოს რეის რამოსი. მათთან დარჩენაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ ეს საკითხი გადაწყვეტილი არაა. გუნდის დანარჩენი ლიდერების და ზოგადად, წამყვანი მოთამაშეების საკითხი კი გადაწყვეტილია – ისინი ახალი სეზონშიც „შუქურაში“ ითამაშებენ.