შუმახერის მეუღლე – მიხაელი მებრძოლია, ის არ დანებდება

15:48, 13.11.2018

ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის მეუღლე კორინამ თავის ქმარზე გამოთქვა აზრი გერმანელი შემსრულებლის, საშა ჰერშენბახისთვის მიწერილ წერილში.
მომღერალმა შუმახერს მიუძღვნა სიმღერა, სახელწოდებით – „დაბადებული ბრძოლისთვის“. კორინამ ამ ჟესტს სამადლობელი წერილით უპასუხა.

„მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენს გზავნილსა და სასიამოვნო საჩუქარზე, რომელიც დაგვეხმარება ჩვენ ამ რთული დროების გადატანაში“, – მოჰყავს Stuff-ს კორინას სიტყვები. – „სასიამოვნოა ასეთი კეთილი სურვილებისა და სიტყვების მიღება. ყველამ ვიცით, რომ მიხაელი – მებრძოლია და ის არ დანებდება“.

მიხაელ შუმახერი 2013 წლის დეკემბერში მიღებული თავის ტრავმის შემდეგ აღდგენით კურსს გადის. ლეგენდარული პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ ვრცელდება.

მსგავსი