შუმახერის მენეჯერი - მიხაელის ჯანმრთელობა ოჯახის საიდუმლოა
შუმახერის მენეჯერი - მიხაელის ჯანმრთელობა ოჯახის საიდუმლოა

ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის მენეჯერმა საბინა კემმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს ავტოსპორტის ლეგენდის მხარდაჭერისთვის. 49 წლის შუმახერი 2013 წელს მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, აღდგენით კურსს გადის. მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ოჯახის საიდუმლოს წარმოადგენს.

„მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის“, – მოჰყავს კემის სიტყვები გაზეთ „მირორს“ (The Mirror). – „სასიამოვნოა შუმახერის საპატივცემულოდ შექმნილი პოსტერების ხილვა. ნებისმიერი დახმარება სასიამოვნოა ჩვენთვის. პილოტის ჯანმრთელობა? მე არ მსურს ამ თემაზე ლაპარაკი. არ შემიძლია პირადი ოჯახური საიდუმლოს განხილვა“.