მომავალი წლის 3 იანვარს, იტალიაში მდებარე „ფერარის“ შტაბბინაში, მიხაელ შუმახერის დაბადების დღის აღსანიშნავად გამოფენა გაიმართება. გერმანელმა პილოტმა სარეკორდო რაოდენობის, შვიდი მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და ხუთი მათგანი – „ფერარის“ ბოლიდით, 2012 წელს კი სპორტიდან წავიდა.
2013 წლის დეკემბერში, თხილამურებით სრიალისას, მან თავის სერიოზული ტრავმა მიიღო და მას შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა.
ზემოხსენებული გამოფენა მარანელოს „ფერარის“ მუზეუმში გაიმართება.
3 იანვარს შუმახერს 50 წელი უსრულდება.