ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერის მეუღლემ, კორინა შუმახერმა, მალიორკაზე 30 მილიონ ევროდ მდიდრული ვილა შეიძინა, რომელიც მადრიდის “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ეკუთვნოდა, – ამის შესახებ გერმანული გაზეთი „ბილდი“ (Bild) წერს.
პერესმა 15 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მამული 2005 წელს შეიძინა. ის შვიდი წლის განმავლობაში ცხოვრობდა იქ მეუღლესთან ერთად, მაგრამ ცოლის სიკვდილის შემდეგ, მადრიდში დაბრუნდა, გასულ წელს კი ვილის გაყიდვა გადაწყვიტა.
სახლი ორი აუზით და ხმელთაშუაზღვაზე ხედით, გარშემორტყმულია ბაღებით, რაც ძალიან მოსწონს კორინა შუმახერს და რაც შეიძლება დაეხმაროს მიხაელ შუმახერს აღდგენაში.
შუმახერების ოჯახი კვლავინდებურად მალავს ინფორმაციას ლეგენდარული პილოტის ჯანმრთელობის შესახებ. მიხაელმა 2013 წელს, ალპებში თხილამურებით სრიალისას მიიღო თავის ქალის მძიმე ტრავმა და დღემდე იბრძვის ნორმალურ ცხოვრებაში დასაბრუნებლად.