აკაკი შულაია და გიორგი ქიმაძე კარიერას უზბეკეთის სუპერლიგის „ყიზილყუმში“ გააგრძელებენ – ინფორმაციას „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.
ორივე მოთამაშე ქუთაისის „ტორპედოში“ ირიცხებოდა, მაგრამ შოტლანდიელი მწვრთნელის, სტივ კინის დანიშვნის შემდეგ გუნდი დატოვეს და ახალი გუნდის მოძებნა მოუხდათ.
გიორგი ქიმაძე 31 წლისაა და კრიერის განმავლობაში სულ სამ გუნდში უთამაშია. ქუთაისელმა მარცხენა მცველმა პირველი პროფესიული კონტრაქტი 2010 წელს საჩხერის „ჩიხურასთან“ გააფორმა და ამ გუნდში ხუთი წელი ითამაშა, საიდანაც ჯერ – ქუთაისის „ტორპდოში“, შემდეგ კი „დინამო თბილისში“ გადავიდა, 2022 წელს კვლავ „ტორპედოში“ დაბრუნდა.
26 წლის შულაიამ კარიერა მარტვილის „მერანში“ დაიწყო. ასევე გამოდიოდა „ცხინვალში“, ბოლნისის „სიონში“, „დინამო თბილისში“, „საბურთალოში“, ხოლო 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ქუთაისის „ტორპედოს“ მოთამაშე გახდა. შულაია საქართველოს ყველა ასაკობრივი (17, 19, 21-წლამდელთა) ნაკრების წევრი იყო.