საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის გუნდმა, გრაცის „შტურმმა“ მოიგო და 4-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა.
ეს 26-ე ტურის შტირიული (შტირია — ავსტრიის ფედერაციული მიწა სამხრეთ-აღმოსავლეთში) დერბი იყო – „შტურმი“ „ჰარტბერგს“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. მასპინძლები მე-9 წუთზე დაწინაურდნენ და მატჩის ბოლომდე იგებდნენ, მაგრამ გრაცელთა ლეგიონერმა, ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელმა კირილ დესპოტოვმა 85-ე და 88-ე წუთებზე ორი ეფექტური საჯარიმო დარტყმით გუნდს ოთხი მარცხის შემდეგ პირველი გამარჯვება მოტანა.
ოთარ კიტეიშვილი გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გუნდში ერთ-ერთი აქტიური იყო და ორჯერ სახიფათოდ შეუტია.
26 ტურის შემდეგ, ფინალურ ექვსეულში „შტურმს“ 19 ქულა აქვს და ახლა ერთი ქულით ჩამორჩება მეხუთე ადგილზე მყოფ „ჰარტბერგს“.