„შტურმის“ სპორტული დირექტორი - კიტეიშვილი გუნდის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, ბუნდესლიგაში კი გამორჩეულია #1TVSPORT
„შტურმის“ სპორტული დირექტორი - კიტეიშვილი გუნდის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, ბუნდესლიგაში კი გამორჩეულია #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმთან“ გაფორმებულ ახალ კონტრაქტზე კომენტარი გააკეთა. 

შეგახსენებთ, რომ გუნდის შეკრებაზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბთან ახალი ხელშეკრულება 2024 წლამდე გააფორმა.

მისი თქმით, „შტურმის“ სასარგებლოდ გადაწყვეტილება გააზრებულად მიიღო, რადგან ევროპის ლიგის ჯგუფში თამაში სურს.

„გრაცის „შტურმში“ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, გარემო მშვენიერია და გუნდთან ერთად ევროსარბიელზე თამაშსა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას ვიმედოვნებ“ – ამბობს კიტეიშვილი.

„შტურმის“ სპორტული დირექტორი ანდრეას შიკერი ოთარ კიტეიშვილს გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშეს უწოდებს:

„საიდუმლო არ არის, რომ ოთარი ჩვენი გუნდის ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მისი სწრაფი დრიბლინგი და ბოლო პასები შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ნებისმიერ თამაშში. ჩემი აზრით, ის ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ის ფაქტი, რომ მან სხვა შემოთავაზების მიუხედავად, გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ მიიღო, მხოლოდ მის ხასიათზე მეტყველებს“, – განაცხადა ანდრეას შიკერმა.