შსს - უკრაინაში ძარცვის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირი საქართველოს მოქალაქე არ არის
კიევში საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პასუხობენ.
შსს-ს ინფორმაციით, უკრაინაში ძარცვის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირი საქართველოს მოქალაქე არ არის.
„უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კიევში მოქალაქეების გაქურდვის ფაქტზე ოთხი ქართველია დაკავებული, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კიევის ქუჩაში მოქალაქეების გაქურდვის ბრალდებით დაკავებული პირები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან”,-აცხადებენ შსს-ში.