შსს - სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით რეაგირებას ვახდენთ
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით რეაგირებას ახდენს.
„პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სოციალურ ქსელში გავრცელებასთან დაკავშირებით სამინისტრო საქმის კურსშია და შსს მისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის რეაგირებას ახდენს“, – აცხადებენ შსს-ში.