შსს-ში ცილისწამებას უწოდებენ სხვადასხვა ტელეარხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კასპის პოლიციის უფროსსა და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის ქუჩური გარჩევა მოხდა
შსს-ში ცილისწამებას უწოდებენ სხვადასხვა ტელეარხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კასპის პოლიციის უფროსსა და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის ქუჩური გარჩევა მოხდა

შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

შსს-ში ცილისწამებას უწოდებენ სხვადასხვა ტელეარხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კასპის პოლიციის უფროსსა და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის ქუჩური გარჩევა მოხდა

გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა ტელეარხის საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ მცდარ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს კასპის პოლიციის უფროსს, გიორგი ჩოქურსა და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის ქუჩური გარჩევა მოხდა.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს, განვმარტოთ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დისკრედიტაციას და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას“, – აცხადებენ შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში.