შსს-ს გენინსპექციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით აგრძელებს.
დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.