შინაგან საქმეთა სამინისტრომ თიანეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, – ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ 1997 წელს დაბადებულმა გ.ხ.-მ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს თვითმკვლელობა სცადა. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა გ.ხ.-ს დედისა და სხვა მოწმეთა გამოკითხვები. პოლიცია განაგრძობს ყველა იმ პირის გამოკითხვას, ვინც შესაძლოა გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას ფლობდეს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, დაინიშნა ექსპერტიზები და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
შსს-ს ცნობით, გ.ხ. გადაყვანილია საავადმყოფოში და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.