შსს-მ ქუთაისში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1979 წელს დაბადებული მ.წ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა მ.წ.-სგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ გაყიდული „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.