შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ- სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ს.მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ჰეროინის“ შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.