შსს არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 28-29 ნოემბერს პოლიციამ გამოძიება სავარაუდო დანაშაულის 24 ფაქტზე დაიწყო.
„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეაგირების შესახებ. 2018 წლის 28-29 ნოემბერს პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 24 ფაქტზე, მათ შორის:
ძალადობის შესაძლო ჩადენის 13 ფაქტზე:
საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობა) – 8 ფაქტი;
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) – 4 ფაქტი;
საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ხულიგნობა) – 1 ფაქტი;
არაძალადობრივი დანაშაულის შესაძლო ჩადენის 5 ფაქტზე:
საქართველოს სსკ-ის 163-ე მუხლისა და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა; მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) – 1ფაქტი;
საქართველოს სსკ-ის 164-ე მუხლით (ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა) – 1 ფაქტი;
საქართველოს სსკ-ის 164-ე სეკუნდა მუხლით (არჩევნებში არაერთგზის ხმის მიცემა) – 1 ფაქტი;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) – 2 ფაქტი;
საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის შესაძლო ჩადენის 6 ფაქტზე:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით (ქურდობა) – 2 ფაქტი;
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება) – 4 ფაქტი“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.