მადრიდის „რეალის“ მცველი სერხიო რამოსი დექსამეტაზონს იღებდა 2016-17 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, – წერს გერმანული გაზეთი „შპიგელი“ (Spiegel). 32 წლის ესპანელმა ვერ გაიარა დოპინგ-ტესტი „იუვენტუსთან“ (4:1) ფინალის მომდევნო დღეს.
პრეპარატ დექსამეტაზონს გააჩნია ანტიანთებითი ეფექტი და ამსუბუქებს ტკივილს. ეს ნივთიერება შედის მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს აკრძალული პრეპარატების სიაში.
მადრიდულმა კლუბმა გააკრიტიკა ექიმები, რომლებიც მუშაობდნენ ფეხბურთელის დოპინგ-სინჯთან. უეფას სამედიცინო შტაბმა გამოაცხადა, რომ რამოსმა დექსამეტაზონი მათი შეცდომის გამო მიიღო. იტყობინებიან, რომ არანაირი სანქცია მცველისა და „რეალის“ ექიმების მიმართ არ გამოუტანიათ.