შოვკოვსკი პუტინის შესახებ - მისი სახელი სამუდამოდ გაიგივდება სამყაროს ყველაზე საშინელ ადამიანებთან #1TVSPORT
უკრაინის ნაკრების ყოფილმა მეკარე ოლეკსანდრ შოვკოვსკიმ რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიაზე ისაუბრა:
„მსოფლიოში არასოდეს ყოფილა და არ იქნება იმაზე ძვირფასი, ვიდრე ადამიანის, ჩვენი მამებისა და შვილების სიცოცხლეა! და არასოდეს ეპატიება ეს მას, ვინც მშვიდობის საფარქვეშ ომს იწყებს და ომი როგორც არ უნდა მონათლოს, პუტინი სამუდამოდ დარჩება ისტორიაში, მაგრამ ნამდვილად არა ისე, როგორც მას სურს! მისი სახელი სამუდამოდ გაიგივდება სამყაროს ყველაზე საშინელ ადამიანებთან. ვისაც არ ახსოვს საკუთარი ისტორია და არ გამოიტანს დასკვნებს, ერთსა და იმავე შეცდომებს გაიმეორებს, არასოდეს ექნება მომავალი. ამქვეყნად უკვალოდ არაფერი ჩაივლის. დიდება უკრაინა, დიდება ერს, დიდება შეიარაღებულ ძალებს, დიდება უკრაინელებს!“, – ამბობს შოვკოვსკი.
ოლეკსანდრ შოვკოვსკი კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ნაკრების მეკარე იყო. ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩი 1994 წელს ჩაატარა. მისი მთავარი მიღწევა ნაკრებში 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლა იყო. 6 წლის შემდეგ ლეგენდარულმა მეკარემ, რომელმაც ევრო 2012 ტრავმის გამო გამოტოვა, ნაკრებში კარიერა დაასრულა. შოვკოვსკი უკრაინის ყვითელ-ლურჯ ფერებს 18 წელი იცავდა და მის ანგარიშზე 92 მატჩია.