ფაქტები
* 18 წლისა და 122 დღის სტეფან ბაიჩეტიჩი „ლივერპულის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის მატჩის ძირითადში მოხვდა.
* დარვინ ნუნიესმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა.
* მოჰამედ სალაჰს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე შვიდ მატჩში 10 ქულა (8 გოლი+2 პასი) აქვს. 8 გოლით ეგვიპტელი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.
* სალაჰმა ევროტურნირებზე 42-ე გოლი გაიტანა და „ლივერპულის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან სტივენ ჯერარდს გაუსწრო, რომელსაც ევროტურნირებზე 41 გოლი ჰქონდა.
* ვინისიუსმა „ლივერპულის“ წინააღმდეგ ოთხ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.
* „ლივერპულმა“ ევროტურნირებზე პირველად გაუშვა საკუთარ მოედანზე ხუთი გოლი. მანამდე ოთხი გოლიც არ ჰქონდა გაშვებული.
* ბოლოს „ლივერპულმა“ ევროტურნირებზე ერთ მატჩში ხუთი გოლი 1966 წლის დეკემბერში გაუშვა – ამსტერდამში „აიაქსთან“ (1:5).
* „რეალმა“ ზედიზედ მეხუთე ოფიციალური მატჩი მოიგო, ბურთების შეფარდებით – 20:6.
* „რეალს“ „ლივერპულთან“ შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს – 6 მოგება და ერთი ფრე. ბურთების შეფარდება – 16:4. ინგლისური კლუბის ბოლო მოგება მადრიდელების წინააღმდეგ 2009 წლის მარტით თარიღდება.
* იურგენ კლოპმა „რეალის“ წინააღმდეგ ბოლო 10 მატჩში ექვსი წაგება აქვს. ბოლო მოგება 2013 წელს იყო, როცა გერმანელი სპეციალისტი ჯერ კიდევ „დორტმუნდს“ ავარჯიშებდა.
* კლოპს კარლო ანჩელოტის წინააღმდეგ რვა მატჩში ხუთი წაგება აქვს.
* ქარიმ ბენზემასა და ვინისიუსს „ლივერპულის“ კარში, ჯამში, 11 გოლი აქვთ გატანილი.
* ბენზემა მესამე ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ერთ კლუბში 75 გოლი გაიტანა. მანამდე ეს შეძლეს კრიშტიანო რონალდომ (105) და ლიონელ მესიმ (120).
* ბენზემა მეორე ფეხბურთელია ისტორიაში ლიონელ მესის შემდეგ, ვინც ზედიზედ მე-18 სეზონში გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე.
* „ლივერპულმა“ ოქტომბრის შემდეგ პირველად წააგო თავის მოედანზე.
ლივერპული-რეალი 2:5
გოლები: 1:0 ნუნიესი (4), 2:0 სალაჰი (14), 2:1 ვინისიუსი (21), 2:2 ვინისიუსი (36), 2:3 მილიტაო (47), 2:4 ბენზემა (55), 2:5 ბენზემა (67)
ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, გომესი (მატიპი 73), ვან დაიკი, რობერტსონი, ჰენდერსონი (მილნერი 73), ფაბინიო, ბაიჩეტიჩი (ელიოტი 85), სალაჰი, ნუნიესი (დიოგო ჟოტა 64), გაკპო (რობერტო ფირმინო 64).
რეალი: კურტუა, დანიელ კარვახალი, ედერ მილიტაო, რიუდიგერი, ალაბა (ნაჩო ფერნანდესი 27), ვალვერდე, კამავინგა, მოდრიჩი (კროოსი 87), როდრიგო (სებალიოსი 81), ვინისიუსი, ბენზემა (მარკო ასენსიო 87).