შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელმა ევრო 2024-ისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კლარკმა მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
გუნდი მოსამზადებელ ეტაპს გაივლის და ტურნირის დაწყებამდე მწვრთნელი უეფა-ს საბოლოო, 26- კაციან განაცხადს წარუდგენს.
შოტლანდიელები ევრო 2024-მდე ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ, 3 ივნისს გიბრალტარს შეხვდებიან, ხოლო 7 ივნისს – ფინეთს. კონტინენტის პირველობაზე კლარკის გუნდი A ჯგუფში გერმანიასთან, შვეიცარიასა და უნგრეთთან ერთად მოხვდა.
შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზანდერ კლერკი (ჰართსი), კრეიგ გორდონი (ჰართსი), ანგუს განი (ნორვიჩი), ლიამ კელი (მოზერველი);
მცველები: ლიამ კუპერი (ლიდსი), გრენტ ჰენლი (ნორვიჩი), ჯეკ ჰენდრი (ალ-ეტიფაქი), როს მაკრორი (ბრისტოლი), სკოტ მაკკენა (კოპენჰაგენი), რაიან პორტეუსი (უოტფორდი), ენტონი რელსტონი (სელტიკი), ენდი რობერტსონი (ლივერპული), ჯონ სუტარი (რეინჯერსი), გრეგ ტეილორი (სელტიკი), კირან ტირნი (სოსიედადი);
ნახევარმცველები: სტიუარტ არმსტრონგი (საუთჰემპტონი), რაიან კრისტი (ბორნმუთი), ბილი გილმორი (ბრაიტონი), რაიან ჯეკი (რეინჯერსი), ჯონ მაკგინი (ასტონ ვილა), კალუმ მაკგრეგორი (სელტიკი), კენი მაკლინი (ნორვიჩი), სკოტ მაკტომინეი (მან. იუნაიტედი);
შემტევები: ჩე ადამსი (საუთჰემპტონი), ბენ დოუკი (ლივერპული), ლინდონ დაიკსი (ქპრ), ჯეიმს ფორესტი (სელტიკი), ლოურენს შენკლენდი (ჰართსი).