მსოფლიო თასის დაწყებამდე ბოლო მოსამზადებელ ტესტ-მატჩში „ბორჯღალოსნები“ შოტლანდიას „მარიფილდზე“ ესტუმრებიან.
„ნარშავების“ მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა უკვე დაასახელა გუნდის შემადგენლობა, რომელიც თბილისში მატჩისგან განსხვავებით საგრძნობლად შეცვლილია. გუნდის მწვრთნელმა სრულად შეცვალა შერკინება და ღერძი, ხოლო ძირითადში ადგილი მხოლოდ დარსი გრემმა, ბლერ კინგჰორნმა და სემ ჯონსონმა შეინარჩუნეს.
შერკინება – გორდონ რიდი, ჯორჯ თერნერი, ზანდერ ფაგერსონი, სკოტ ქამინგსი, ჯონი გრეი (ვიცე-კაპიტანი), რაიან ვილსონი (კაპიტანი), ჯეიმი რიჩი, ბლეიდ ტომფსონი
უკანა ხაზი – ალი პრაისი, ადამ ჰასტინგსი, დარსი გრემი, სემ ჯონსონი, დანკან ტეილორი, ტომი სიმორი (ვიცე- კაპიტანი), ბლერ კინგჰორნი
მარქაფა – გრანტ სტიუარტი, ალან დელი, საიმონ ბერგჰანი, ბენ ტულისი, მაგნუს ბრედბერი, ჯორჯ ჰორნი, პიტ ჰორნი, ჯორჯ ჰარისი
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 6 სექტემბერს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.