შოტლანდიელი მწვრთნელი თამაშს ტრიბუნიდან უყურებდა - „ტორპედო“ „თელავმა“ ბოლო წამებზე დაამარცხა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ სტივ კინის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ პირველი შეხვედრა „კავკასიონი არენაზე“ „თელავთან“ გამართა და 1:0 დამარცხდა.
შოტლანდიელი სპეციალისტი გუნდს ოფიციალურად მოედანზე შემდეგ შეხვედრაში გაიყვანს. ამჯერად კი ქუთაისელების მთავარი მწვრთნელის რანგში კვლავ სპორტული დირექტორი ლაშა დვალიშვლი იყო, ხოლო სტივ კინი მატჩს თვალს ტრიბუნიდან აევნებდა.
„ტორპედო“ პირველი წუთებიდან აქტიურად გამოიყურებოდა და უპირატესობას დაეუფლა, მაგრამ „თელავმა“ თამაში გაათანაბრა და შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ. მეორე ნახევარში უფრო მეტი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს და 90+1-ე წუთზე ვიქტორ ვიერა ვიტინიოს გოლით ნანატრ გამარჯვებას მიაღწიეს.
15 ტურის შემდეგ „თელავი“ 11 ქულით მერვე პოზიციაზე დაწინაურდა, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ (20) მეექვსე ადგილზე დარჩა.