საქართველოსა და შოტლანდიის რაგბის ეროვნულ გუნდებს შორის ხვალინდელი ისტორიული მატჩის წინ ჩვენმა სტუმრებმა „დინამო არენაზე“ ივარჯიშეს.
ქართველების მსგავსად, ერთი წამყვანი მოთამაშე სკოტებსაც დააკლდებათ. ეს არის სტიუარტ ჰოგი, თუმცა ის არა ტრავმის, არამედ იმის გამო გამოტოვებს მატჩს, რომ მწვრთნელები დასვენების საშუალებას აძლევენ.
მატჩი საქართველოსა და შოტლანდიას შორის ხვალ, დინამო არენაზე, 19:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.