ბორჯღალოსნები | შოტლანდიამ თამაშის წყურვილი საქართველოსთან მოიკლა (ვიდეო)
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რვათვიანი შესვენების შემდეგ პირველი ტესტ-მატჩი შოტლანდიაში გამართა. როგორც ერთი ისე მეორე გუნდის მწვრთნელები თამაშამდე ხაზს უსვამდნენ, რომ კოვიდ-პანდემიის გამო მორაგბეები თამაშს მოწყურებულები არიან…
წყურვილი შოტლანდიელებმა მოიკლეს – ისინი თავიდანვე „დაეწაფნენ“ თამაშს და პირველივე წუთზე გრეჰემმა ლელოთი ანგარიში გახსნა. საწყის ტაიმში ქართველებს აგრესია აშკარად აკლდათ, რითაც კარგად ისარგებლა კლასით შედარებით მაღლა მყოფმა შოტლანდიამ და ტაიმი 17:0 მოიგო.
ქართველი გულშემატკივრის თვალის გასახარი მხოლოდ მეორე ტაიმის დასაწყისი აღმოჩნდა – აკა ტაბუცაძემ ლელო გაიტანა, თედო აბჟანდაძემ გარდასახა და 7:17. თუმცა როგორც რაგბში ხშირად ხდება, მატჩის დასკვნით მონაკვეთში ძლიერმა იძალა და შოტლანდიამ 48:7 მოიგო.
ფოტოები: gettyimages.com, rugby.ge