შოტლანდიამ კვიპროსიც დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან ახლოსაა #1TVSPORT
შოტლანდიამ კვიპროსიც დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან ახლოსაა #1TVSPORT

შოტლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან ახლოსაა. სტივ კლარკის გუნდმა ლარნაკაში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსი 3:0 დაამარცხა.

შოტლანდია პირველ ტაიმში დომინირებდა და სამივე გოლის გატანა შესვენებამდე მოახერხა. მე-6 წუთზე ჯონ მაკგინის გადაცემით სკოტ მაკტომინეიმ გაიტანა. ათ წუთში ჯეკ ჰენდრის პასის შემდეგ შოტლანდიელების უპირატესობა რაიან პორტეუსმა გაზარდა.

მაკგინიმ 30-ე წუთზე ანგარიში 3:0 გახადა. მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიამ 3 ქულა, ფაქტობრივად, პირველ 45 წუთში მოიპოვა, სტუმრები მეორე ნახევარში მეტის გატანას ცდილობდნენ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

შოტლანდიის ნაკრებმა ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგო, 12 სექტემბერს ესპანეთს ესტუმრება და დარჩენილ 3 შეხვედრაში 2 ქულის მოპოვების შემთხვევაში, გერმანიაში ჩასატარებელი კონტინენტის პირველობის საგზურს მოიპოვებს.

1. შოტლანდია 15 ქ.
2. ესპანეთი 6 ქ.
3. ნორვეგია 4 ქ.
4. საქართველო 4 ქ.
5. კვიპროსი 0 ქ.