შოთა თოფურია - ტრადიციულად, „თელასის“ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ
შოთა თოფურია - ტრადიციულად, „თელასის“ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ

საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი, მოქმედი ვიცე-ჩემპიონის, „თელასის“ კაპიტანი შოთა თოფურია იმედოვნებს, რომ მისი გუნდი წლევანდელ ჩემპიონატში, როემელიც 20 იანვარს დაიწყება, დაკარგულ ტიტულს დაიბრუნებს.

„მინდა გუნდებს წარმატებები და საინტერესო თამაშები ვუსურვო. პანდემიის მიუხედავად, ვცდილობთ მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ და ჩემპიონატის სტარტს კარგ კონდინციაში შევხვდეთ. ვფიქრობ რომ ძალიან დაძაბული და საინტერესო ჩემპიონატი გველოდება, გუნდები კარგად დაკომპლექტდნენ და ჩემპიონობისთვის ბრძოლა თითოეულ მათგანს შეუძლია“, – ამბობს თოფურია.

გამოცდილმა მოთამაშემ „თელასის“ დანაკლისიც ახსენა: „გვქონდა გარკვეული დანაკლისი, თუმცა მივიღეთ შესაბამისი შევსებაც, დავიმატეთ ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც საკუთარ შესაძლებლობებს დაამტკიცებენ, იმედი მაქვს ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით და ტრადიციულად მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ“.

„თელასი” ფუტსალის ლიგის ყველაზე გამოცდილი და ტიტულოვანი კლუბია. საქართველოს სამგზის ჩემპიონი წელს მეთორმეტე სეზონს ჩაატარებს. 20 იანვარს ფუტსალის ლიგის პირველ ტურში „თელასის“ მეტოქე დებიუტანტი კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი იქნება.