შოთა ნონიკაშვილი - ქვეყნის მთავარ გუნდში ყოფნა, დიდ სიხარულთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტებმა, შოთა ნონიკაშვილმა და ლუკა გადრანმა კომენტარი გააკეთეს ეროვნულ გუნდში გამოძახებასა და ერთა ლიგის ახალი გათამაშების მოახლოებული მატჩებისთვის მზადებაზე.
შოთა ნონიკაშვილი: „თითოეული ფეხბურთელისთვის მთავარი ოცნება ნაკრებში გამოძახებაა. ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება რეალობად იქცა. რთულია სიტყვებით იმის გადმოცემა, რასაც ახლა ვგრძნობ. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, ნაკრებში ოჯახური გარემოა. ქვეყნის მთავარ გუნდში ყოფნა, დიდ სიხარულთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა.
ყველაზე ბედნიერი და ამაყი ვიყავი, როდესაც ოთახში ჩემი სახელობითი დროშა დამხვდა. ჩემი საფეხბურთო კარიერის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნაწილობრივ შესრულდა და ეროვნულ გუნდში ვარ. ახლა კი მთავარი მიზანი სადებიუტო მატჩის ჩატარებაა, რასაც მოუთმენლად ველი“.
ლუკა გადრანი: „გამოძახებით გახარებული ვარ. ამისთვის ვშრომობდი და დამიფასდა, მომეცა შანსი, ეროვნულ გუნდს გამოვადგე. ეს ჩემი პირველი ნაბიჯებია ნაკრებში და დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემს ქვეყანას გამოვადგე. იმედი მაქვს, ერთა ლიგის ახალ გათამაშებას წარმატებით დავიწყებთ და მოახლოებულ მატჩებში გავიმარჯვებთ. საქარტველოს ნარებისთვის, რაც შემიძლია, ყველაფერს გავიღებ“.
სექტემბერში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს უმასპინძლებს, 10 სექტემბერს კი ტირანაში ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ერთა ლიგის მატჩების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს, ტრადიციულად, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.