თბილისის „იბერიის“ ნახევარმცველი და ერთ-ერთი ლიდერი შოთა ნონიკაშვილი კარიერას „ჩერკასში“ გააგრძელებს – ინფორმაციას უკრაინული კლუბის ვებგვერდი ავრცელებს და ქართველი ფეხბურთელის ჩოხაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„შოთა ნონიკაშვილი „ჩერკასის“ მოთამაშეა. 23 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ჩვენს გუნდს „იბერია 1999“-დან შეუერთდა, სადაც მიმდინარე სეზონში საუკეთესო ბომბარდირია – მან 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა“, – აღნიშნულია „ჩერკასის“ განცხადებაში.
„120 მატჩში 23 გოლი და 6 საგოლე გადაცემა. „შოშმან“, მადლობა ჩვენს გუნდში გატარებული ყოველი წუთისთვის“, – ეს უკვე „იბერიის“ განცხადებაა.