შოთა ნონიკაშვილი „ჩერკასში“ ტრანსფერზე - „იბერიას“ დატოვება ძალიან გამიჭირდა #1TVSPORT
შოთა ნონიკაშვილი „ჩერკასში“ ტრანსფერზე - „იბერიას“ დატოვება ძალიან გამიჭირდა #1TVSPORT

23 წლის შოთა ნონიკაშვილმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრემიერლიგის „ჩერკასში“ ტრანსფერზე, სადაც ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი, თბილისის „იბერიიდან“ გადავიდა და კონტრაქტი 2027 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ უკრაინული გუნდის ესპანელ მთავარ მწვრთნელზე, ანდრეს კარასკოზეც ისაუბრა, რომელიც ცოტა ხნის წინ „დინამო თბილისს“ წვრთნიდა, ერთი ხანობა კი „იბერიის“ აკადემიაში ნონიკაშვილსაც ავარჯიშებდა.

„თავს შესანიშნავად ვგრძნობ, გუნდში ყველაფერი მომეწონა, მადლობა ყველას თბილი დახვედრისთვის. კარიერა ხუთი წლის ასაკში „მიმინოში“ დავიწყე, მერე იყო „დინამო თბილისის“ აკადემია, ბოლოს კი თბილისის „იბერია“, სადაც 11 წელი ვითამაშე.

სწორედ ამის გამო, გუნდის დატოვება ძალიან გამიჭირდა, რადგან ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ძალიან კარგი ადამიანები და ფეხბურთელები არიან. მაგრამ ესაა ფეხბურთი, ახალი გამოწვევებისთვის მზად ვარ და ამიტომაც ჩამოვედი „ჩერკასში“.

როდესაც ვისაუბრეთ, მითხრეს, რომ გუნდს დიდი მიზნები აქვს. მთავარი მწვრთნელი ანდრეს კარასკოა, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს, რადგან მასთან „დინამოსა“ და „იბერიის“ აკადემიებში ვვარჯიშობდი.

კარასკო გუნდის მიზნებზე მესაუბრა და მითხრა, რა სურს, როგორ ტაქტიკას იყენებს, რას ითხოვს ფეხბურთელებისგან. მზად ვარ, „ჩერკასს“ უახლოეს შეხვედრაში დავეხმარო“, – განაცხადა შოთა ნონიკაშვილმა.