შოთა მიშველიძემ ორჭიდის ჯამში მეშვიდე ადგილი დაიკავა | ძალოსნობა
შოთა მიშველიძემ ორჭიდის ჯამში მეშვიდე ადგილი დაიკავა | ძალოსნობა

დღეს, აშხაბადში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრების წევრთაგან 61 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე შოთა მიშველიძე გამოვიდა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 135 კგ. დაძლია და მეშვიდე ადგილზე გავიდა, აკვრაში კი მან 158 კგ-ით მეცხრე შედეგი დააფიქსირა.

მან მსოფლიო ჩემპიონატზე ორჭიდის ჯამში 293 კგ. დააფიქსირა და გამოსვლა მეშვიდე ადგილით დაასრულა.