დანა უაითი საბა ლაზიშვილზე – დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან UFC-ში მოხვდება #1TVSPORT
UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ საბა ლაზიშვილის შესახებ ისაუბრა.
Eurosport-თან ინტერვიუში UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, სტეფან სტრუვემ უაითს საბა ლაზიშვილის შესახებ ჰკითხა, რომელიც მერაბ დვალიშვილს დაპირისპირების დროს დაეხმარა.
„ახლა ყველა მასზე საუბრობს და იმაზე, როგორ დაუდგა მერაბს გვერდით. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან UFC-ში მოხვდება“, – განაცხადა დანა უაითმა.
საბა ლაზიშვილის ძმის, ზვიად ლაზიშვილის განცხადებით, მერაბი და საბა საპატიმროს დღეს, 13 ნოემბერს, 17:00 საათისთვის დატოვებენ. ასევე, მერაბ დვალიშვილის ახლობლის ცნობით, ქართველ სპორტსმენებზე თავდამსხმელებს, უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან ერთად მყოფ პირს ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა შეეფარდათ. მოსამართლემ მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის თითოეულს 50 000 დირჰამის გადახდა დააკისრა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველების ჯარიმებს ორგანიზაცია Real American Freestyle (RAF) დაფარავს.