ქართველმა ძალოსანმა შოთა მიშველაძემ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე -62 კგ. წონით კატეგორიაში ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მან მესამე გამოსვლაზე 134 კგ. დასძლია. ოქროს მედალი ბულგარელმა სტილიან გროზდევმა მოიპოვა, რომელმაც 135 კგ. ასწია. ბრინჯაო ბულგარელ ვლადიმერ ურუმოვს ერგო (130 კგ.)
ამავე წონაში მოასპარეზე რამინ შამილიშვილი ატაცის შემდეგ მე-5 ადგილზეა (128 კგ.).
ევროპის ჩემპიონატზე აკვრაში შეჯიბრი 22 საათსა და 25 წუთზე დაიწყება.