შოტა ჰორის ფავორიტ მორაგბეთა შორის მამუკა გორგოძე მოხვდა
00:46, 04.02.2019
იაპონიის ნაკრებისა და „სანვულვზის“ ლიდერმა შოტა ჰორიმ, „მსოფლიო რაგბის“ ოფიციალურ „იუთუბ“ (YouTube) არხთან, მისი ფავორიტი მორაგბეები დაასახელა. ხუთეულში მსოფლიო რაგბის ავსტრალიელ და ახალზელანდიელ ვარსკვლავებთან ერთად, „ტულონის“ მესამეხაზელი მამუკა გორგოძეც მოხვდა.
უპირველესად, მან სწორედ საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანზე ისაუბრა.
„ქართველთა რვა ნომერი – გორგოძე. ის მრავალმხრივი მორაგბეა, ბევრი სასარგებლო უნარი აქვს და ხშირად თამაშობს (გადასცემს) ცალი ხელით. ძალიან ღონიერია“, – იხსენებს ჰორი ინტერვიუში.
გორგოძის გარდა, მის ხუთეულში ახალზელანდიელი დეინ ქოულსი, ავსტრალიელები – ტომ ინგლიში, ბერიქ ბარნსი და დეივიდ ფოქოქი მოხვდნენ.