შოთა არველაძის გუნდმა კონკურენტს მოუგო და აუტსაიდერებს გადაასწრო #1TVSPORT
თურქეთის სუპერლიგაში შოთა არველაძის გაწვრთნილმა „კარაგუმრუკმა“ „პენდიკსპორი“ 2:0 დაამარცხა და სატურნიროს ცხრილში მდგომარეობა გაიუმჯობესა.
ამ შეხვედრამდე ქართველი სპეციალისტის გუნდი მეტოქეს ორი ქულით ჩამორჩებოდა და მატჩის შედეგს პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.
31-ე წუთზე „კარაგუმრუკის“ მრავალსვლიანი ეფექტური შეტევა ემრე მორიმ გოლით დაასრულა, ხოლო 75-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ გუვენ იალჩინიმ მეორე ბურთი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.
24 ტურის შემდეგ „კარაგუმრუკმა“ 27 ქულა დააგროვა, „პენდიკსპორს“ (26) გადაასწრო, მე-14 ადგილზე დაწინაურდა და გასავარდნ ზონას დაშორდა.