შოთა არველაძე უზბეკეთის აგვისტოს საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს – ტაშკენტის „ფახტაკორის“ ქართველი მთავარი მწვრთნელი ქვეყნის ფეხბურთის პროფესიული ლიგის გამოკითხვის შედეგად გამოარჩიეს.
აგვისტოში შოთა არველაძის ხელმძღვანელობით, ტაშკენტის „ფახტაკორმა“ 4 შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე მოიგო. ამდენად, 47 წლის ქართველ სპეციალისტს კონკურენტი არ ჰყოლია.
„ფანტასტიკური თვე იყო, ოთხ თამაშში 16 გოლი გავიტანეთ და მხოლოდ ორი გავუშვით. ეს არის ჯილდო, რომელსაც კლუბის ყველა წევრი იმსახურებს“, – ასე გამოეხმაურა შოთა აღიარებას.
შეგახსენებთ, რომ იგი 2019 წელს უზბეკეთის წლის მწვრთნელად აღიარეს. 10 სექტემბერს მისი გუნდი ყატარში გაფრინდება, სადაც აზიის ჩემპიონთა ლიგის ცენტრალიზებულ ტურნირზე ითამაშებს.