შოთა არველაძე უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო მატჩზე მიიწვიეს #1TVSPORT
შოთა არველაძე უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო მატჩზე მიიწვიეს, რომელიც 5 აგვისტოს ლონდონში გაიმართება – ერთმანეთს ანდრეი შევჩენკოსა და ალექსანდრ ზინჩენკოს გუნდები დაუპირსპირდებიან.
მატჩს „სტემფორდ ბრიჯი“ უმასპინძლებს. შეხვედრის ორგანიზატორია საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფეხბურთი უკრაინისთვის“, რომელიც „არსენალის“ ფეხბურთელმა, ალექსანდრე ზინჩენკომ და მისი ბიზნესპარტნიორმა, არტემ რიაბოვმა დააარსეს.
საქველმოქმედო ორგანიზაციის მიზანია თანხების მოძიება ჩერნიგოვის რეგიონში მდებარე სკოლის რეკონსტრუქციისთვის, რომელიც რუსეთთან კონფლიქტის დროს რაკეტებით დაიბომბა.
ზინჩენკოს ყვითელ გუნდს „არსენალის“ ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი უხელმძღვანელებს, რომელშიც მოხვდნენ „ბარსელონას“ ყოფილი მცველი ჟერარ პიკე და პრემიერლიგის გამარჯვებული პატრიკ ვიეირა.
ლურჯ ანუ ანდრეი შევჩენკოს გუნდს „ჩელსის“ ქალთა გუნდის მწვრთნელი ემა ჰეისი გაწვრთნის, რომელსაც შეუერთდება „ჩელსის“ ამჟამინდელი თავდამსხმელი მიხაილო მუდრიკი და ლეგენდარული მცველი ფაბიო კანავარო. ამ გუნდში ითამაშებს შოთა არველაძეც.
ყვითელი გუნდი: ალექსანდრე ზინჩენკო (კაპიტანი), იენს ლემანი, ჯოლეონ ლესკოტი, პატრიკ ბერგერი, პერ მერტეზაკერი, რობერტ პირესი, ჯონ-არნე რიისე, რობი კინი, ანტონიო ვალენსია, პატრიკ ვიეირა, ვეს მორგანი, ჯეკ უილშირი, ევგენი ლევჩენკო, ჟერარ პიკე, ედგარ დავიდსი, ბაკარი სანია.
მენეჯერი: არსენ ვენგერი
ლურჯი გუნდი: ანდრეი შევჩენკო (კაპიტანი), მაიკლ ესიენი, რიკარდო კარვალიო, ლუკა ტონი, დიდა, მასიმო ოდდო, ჯანფრანკო ძოლა, კარლო კუდიჩინი, კლოდ მაკელელე, უილიამ გალასი, სამუელ ეტო’ო, მიხაილ მუდრიკი, შოთა არველაძე, კლარენს ზედორფი, ფაბიო კანავარო.
მწვრთნელი: ემა ჰეისი