შოთა არველაძე - „სტოკ სიტისთან“ შინ 3:0 წაგება საშინელება იყო #1TVSPORT
„ჰალ სიტი“ ზედიზედ მესამე მატჩში დამარცხდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ აღიარა, რომ „სტოკ სიტთან“ საშინაო მარცხი (3:0) საშინელება იყო.
„სულ გუნდმა 9 მატჩში 18 გოლი გაუშვა და დღევანდელი შეხვედრაც საშინელი შედეგით დასრულდა. რა თქმა უნდა, ამ წაგების შემდეგ საშინელი გრძნობები მაქვს. ეს ძალიან რთული ასატანია. წაგებას, თანაც ასეთი ანგარიშით არ ველოდი. შაბათს არ გვითამაშია, კარგად მოვემზადეთ და დღეს მეტი ენერგიით უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ მატჩი სხვანაირად წარიმართა.
ჩვენ ველოდებით, რომ თამაშის დროს რაღაც მოხდება და შემდეგ ვცდილობთ რეაგირებას. პირველ 10 ან 15 წუთში, ნახევარ საათში მეტოქეს ვაკვირდებით და მერე უკვე გვიანია. წარმატებას მაშინ მივაღწევთ, როცა საკუთარ თამაშზე გავამახვილებთ ყურადღებას, ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და მეტოქეს არ დაველოდოთ.
რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვისაუბროთ მსაჯების შეცდომებზე, მაგრამ წაგებას ვერავის დავაბრალებ საკუთარი თავის გარდა. მსაჯზე გადაბრალების ნაცვლად, ჯობს, ფეხბურთელების მიერ დაშვებულ შეცდომებს გადავხედოთ“, – განაცხადა ქართველმა Hull Live-თან ინტერვიუში.