შოთა არველაძე - მიქაუტაძე მალე აჩვენებს, რაც შეუძლია, „აიაქსში“ თავიდან იბრაჰიმოვიჩიც ვერ გაიხსნა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძეს „აიაქსში“ ჯერ თავის გამოჩენსი შანსს არ აძლევენ, მაგრამ ამსტერდამელთა ყოფილმა თავდამსხმელმა, შოთა არველაძემ Voetbal International-თან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ნიდერლანდურ გრანდში თამაშის პოტენციალი გააჩნია.
„მე „აიაქსის“ ბევრი მატჩი ვნახე და აშკარაა, რომ გუნდს უჭირს. ეს ლოგიკურია, რადგან ბევრი ახალი მოთამაშეა, ახალი მწვრთნელიც ორჯერ დაინიშნა. შედეგის მისაღწევად გუნდს დრო სჭირდება. გუნდი შედეგს რომ აღწევს, გამორჩეულებიც წარმატებით თამაშობენ. ახლა, როგორც ჩანს, ყველაფერი პირიქითაა – ფეხბურთელები არ თამაშობენ და გოლების გატანა ჭირს.
თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს (მიქაუტაძის ადაპტირება და ათამაშება) დროის საკითხია. გარედან ვითარების კარგად შეფასება მიჭირს, რადგან ჩვენ ვხედავთ მხოლოდ იმას, რაც ხდება მოედანზე. მთავარი კი ისაა, გუნდის გასახდელში როგორი ვითარებაა.
საწყის ეტაპზე „აიაქსში“ დამკვიდრება ბევრ ცნობილ ფეხბურთელს გაუჭირდა. როდესაც მე ვთამაშობდი, გუნდში მოვიდნენ კივუ, მაქსველი, იბრაჰიმოვიჩი და მიდო. მათ ასევე შეექმნათ ადაპტაციის პრობლემები და თავიდან არც თუ ისე კარგ ფეხბურთს აჩვენებდნენ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ აჩვენეს, რისი უნარიც შესწევდათ და „აიაქსში“ ყველაფერი კარგად აეწყოთ.
ხანდახან საჭიროც არის, ფეხბურთელი „კომფორტის ზონიდან“ გამოვიდეს. ეს არის სიგნალი, რომ მათ მეტის გაკეთება სჭირდებათ. ეს არ ეხება მხოლოდ მწვრთნელს ან საბჭოს“, – განაცხადა არველაძემ Voetbal International-თან ინტერვიუში.