შოთა არველაძე იმედგაცრუებულია - „ფულემი“ ფაქტობრივად პრემიერლიგაშია, მაგრამ მასთან ფრე არავის გაუკვირდებოდა #1TVSPORT
შოთა არველაძემ კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც „ჰალ სიტი“ პრემიერშიფის ლიდერ „ფულემთან“ დიდი ბრძოლის შემდეგ ალექსანდრე მიტროვიჩის გოლის წყალობით მაინც დამარცხდა (0:1).
ქართველი მწვრთნელის გუნდმა წააგო, მაგრამ ინგლისური გამოცემა „ჰოლიდეი მეილი“ წერს:
„სამშაბათს „დერბი ქაუნთთან“ წაგების შემდეგ „ჰალ სიტი“ მნიშვნელოვნად უკეთესად გამოიყურებოდა ლიგის ლიდერთან მატჩში. „ფულემთან“ არველაძის გუნდმა შთამბეჭდავად ითამაშა“.
თავად შოთა არველაძემ აღიარა იმედგაცრუება – ქართველი მწვრთნელის თქმით, „ჰალ სიტი“ „ფულემთან“ დამარცხებას არ იმსახურებდა:
„ფაქტობრივად, პრემიერ ლიგის გუნდს ვეთამაშებოდით და ეს ადვილი არ იყო. მეტოქეს პრემიერშიფის საუკეთესო ბომბარდირები ჰყავს. ისინი სწრაფებიც არიან და ერთმანეთის კარგად ესმით. ჩვენ ვცდილობდით მათ შეჩერებას, გუნდურად დაცვას და გუნდურად შეტევას, რამაც გამახარა, მაგრამ ჩვენ ყველა იმედგაცრუებული ვართ. ჩვენ ქულა რომ აგვეღო, ვფიქრობ, ყველა იტყოდა, რომ ეს დავიმსახურეთ, მაგრამ ესაა ფეხბურთი“, – თქვა არველაძე Hull Live-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, „ტაიგერსი“ („ჰალ სიტის“ ზედმეტსახელია) წინა მატჩთან შედარებით, ბევრად უფრო მტკიცედ გამოიყურებოდა, რამაც ქართველზე შთაბეჭდილება მოახდინა:
„გუნდს აქვს სულისკვეთება და დამოკიდებულება, რაც აჩვენეს. „ფულემთან“ მატჩის შემდეგ მე ვამაყობ ბიჭებით, ვაფასებ მათ ძალისხმევას და გულშემატკივრებს, რომლებიც საშინელი ამინდის მიუხედავად, ცივ და ნესტიან ამინდში ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდნენ“, – განაცხადა არველაძემ.