შოთა არველაძე: ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებაა, რომ თანაგუნდელებმა „აიაქსის“ შესაფერის ფეხბურთელად მაღიარეს (ვიდეო)

Ajax Showtime- სთან საუბარში, შოთა არველაძე ამსტერდამის „აიაქსში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ჰოლანდიურ გრანდში 1997–2001 წლებში თამაშობდა, სადაც 96 შეხვედრაში 55 გოლი გაიტანა.

„ახლა ის 47 წლისა. ქართველი ამსტერდამში 1997 წლის ზაფხულში მოვიდა, როგორც ხალხისთვის უცნობი მოთამაშე, მაგრამ მალე გულშემატკივრების რჩეული გახდა“- წერს Ajax Showtime.

არველაძის აზრით, ოთხმოცდაათიან წლების „აიაქსი“ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდი იყო. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად კლუბთან ხელშეკრულების გაფორმებას მიიჩნევს.

„აიაქსთან“ ბევრი შესანიშნავი მოგონება მაკავშირებს, მაგრამ ყველაზე კარგი და ლამაზი ისაა, რომ „აიაქსში“ ვითამაშე. მეორე ყველაზე ლამაზი მოგონება თანაგუნდელებია, რომლებმაც მეგობრად მიმიღეს და „აიაქსის“ შესაფერის ფეხბურთელად მაღიარეს. ეს ფანტასტიკური მომენტი იყო. ვგრძნობდი, რომ ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. გარდა ამისა, პირველივე სეზონში ფანტასტიკური თამაში ვაჩვენეთ – შევასრულეთ დუბლი, შესანიშნავი თამაშები ჩავატარეთ და ლამაზი გოლები გავიტანეთ” – ამბობს არველაძე.

არველაძის მრავალი შესანიშნავი მოგონება აქვს, მაგრამ არ მალავს, რომ „აიაქსში“ ყოველთვის ადვილი არ იყო: „დიდი ისტორიის მქონე კლუბში ვითამაშე და თავს განსაკუთრებულად ვგრძნობდი, მშვენიერი ატმოსფერო იყო და გუნდზე რისი თქმაც შემიძლია, უმრავლესობა დადებითია. თუმცა, იმავეს ყველაფერზე ვერ ვიტყვი. მოთამაშეები, რომლებიც „აიაქსში“ წარმატებას ვერ მიაღწიეს, გულშემატკივრისგან უარყოფით რეაქციას იღებდნენ. მე კი ვფიქრობ, რომ ყველა კლუბში თავის ფეხბურთელებს პატივი უნდა სცენ”..

არველაძე ახლა „ფახტაკორში“ მწვრთნელად მუშაობს, რომელიც სამი ტურის შემდეგ უზბეკეთის ლიგაში პირველ ადგილზეა. გრძელი მანძილის გამო, არველაძე „აიაქსის“ მატჩებზე დასწრებას ვერ ახერხებს, თუმცა გუნდის თამაშს თვალყურს ადევნებს:

„კლუბის მომავალზე ეჭვი არასდროს მქონია. ვფიქრობ, ბოლო 25 წლის განმავლობაში ბევრი რამ კარგისკენ შეიცვალა. უამრავი გამორჩეული ადამიანია, ვინც კლუბის წარმატების მისაღწევად ყველაფერს აკეთებს. მათ იციან, წარმატებას როგორ მიაღწიონ, რა სჭირდება კლუბს და დიდი პრობლემები როგორ გადაელახათ. ასე რომ, ვფიქრობ, კლუბში შესანიშნავი სამუშაო ჩაატარეს. ამ დადებითმა ცვლილებებმა განაპირობა ბოლო წლებში სპორტული წარმატებები. ჩვენ ისეთი „აიაქსი“ ვნახეთ, როგორც გვსურდა რომ გვეხილა. ასევე იყო ევროპაში – ყველა „აიაქსის“ დაბრუნებას ელოდა და ასეც მოხდა. არა მგონია, რომ ეს წამიერი წარმატება იყო. ბოლო წლების განმავლობაში, გუნდმა ევროპის და ჩემპიონთა ლიგებში ბევრს მიაღწია. ბოლო სეზონში წარუმატებლობა დროებითი მგონია, რადგან ბევრი ფეხბურთელი ტრავმირებული იყო. იმედი მაქვს, რომ გუნდი ისევ წარმატებული იქნება“.