შოთა არველაძე დავითაშვილის გოლზე - საოცრება იყო, ასე მესი აკეთებს და ამის გამო გვიყვარს ფეხბურთი [ვიდეო] #1TVSPORT
შოთა არველაძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ევრო 2023-ის მეოთხედფინალში გასვლას გამოეხმაურა და ნიდერლანდების ნაკრების კარში ზურიკო დავითაშვილის გატანილი გოლით აღტაცება ვერ დამალა.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2023-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებთან 1:1 დაასრულა და ისტორია დაწერა – გუნდი ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში პირველად ითამაშებს.
მიუხედაავად სტუმართა შესანიშნავი თამაშისა, 42-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა საქართველო 1:0 დააწინაურა ისეთი გოლით, რომლითაც ნებისმიერი ვარსკვლავი თავს მოიწონებდა.
„ბოლო შეხება და ბადეში ბურთის შეცურება საოცრება იყო. ის, რასაც მესი აკეთებს ყველაზე ხშირად და რის გამოც ასე გვიყვარს ფეხბურთი. ნაკრებს ვულოცავ ამ დიდ წარმატებას. ხალხს დიდი სიხარული აჩუქეთ“, – წერს შოთა არველაძე.
საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა კომენტარი გააკეთა დავითაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე – „ზუკა გილოცავ! საოცარი გოლი შეაგდე“.