შოთა არველაძე „ბრისტოლთან“ წაგებამ გააბრაზა - საშინელი თამაში და შედეგი იყო #1TVSPORT
შოთა არველაძე „ბრისტოლთან“ წაგებამ გააბრაზა - საშინელი თამაში და შედეგი იყო #1TVSPORT

შოთა არველაძემ „ბრისტოლთან“ (0:5) წაგების შემდეგ წონასწორობა დაკარგა და აღიარა, რომ „ჰალ სიტიმ“ ზედმეტად „რბილად“ ითამაშა. სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფ გუნდთან „ვეფხვებმა“ სეზონის ყველაზე დიდ მარცხი განიცადეს.

„ასეთი ცუდი თამაშის შემდეგ თავს საშინლად ვგრძნობ, ზედმეტად „რბილად“ ვითამაშეთ. გამაღიზიანა, თუ როგორ ვმოქმედებდით, მეტოქეს რამხელა თავისუფლებას ვაძლევთ, ვაკეთებდით ყველაფერს, რაც მეტოქეს სჭირდებოდა. მათ კარგად მოახერხეს ბურთის სიღრმიდან ამოტანა. ამ შეხვედრამ აჩვენა, რომ ჩვენ გვჭირდება ისეთი ნახევარმცველი, ვინც ბურთს გააკონტროლებს, შეტევებში ჩაერთვება და თავადაც გაიტანს.

თუ დააკვირდებით და გაანალიზებთ ჩვენს კარში გატანილ გოლებს, ერთნაირ გოლებს ვუშვებთ და მეტოქეს სულ ერთსა და იმავე შანსს ვაძლევთ. ძალიან, ძალიან ნელა ვმოძრაობდით და „რბილები“ ვიყავით და ეს ძვირად დაგვიჯდა – დღეს იყო საშინელი თამაში, საშინელი შედეგი და საშინელი შესრულება“, – ამბობს არველაძე.