შოთა არველაძე მიიჩნევს, რომ „ჰალ სიტიმ“ ჩემპიონშიფის 27-ე ტურში „ბირმინგემთან“ მოპოვებული ქულა დამსახურებულად მოიპოვა. თუმცა აღიარებს, რომ მის გუნდს ამ მატჩის მოგებაც შეეძლო.
„კარგია, რომ ორივე გუნდი გამარჯვებისთვის ყველაფერს ცდილობდა. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, შეგვეძლო გოლის გატანა და ალბათ, მეტოქის მწვრთნელმა სისტემა შესვენების შემდეგ ამიტომაც შეცვალა, რადგან შეიძლება მათზე უკეთესი ვყოფილიყავით.
– მეორე ტაიმში უფრო დაცვისკენ დავიხიეთ და ბურთი ისე აღარ გვეჭირა, რამდენიც გვინდოდა, მაგრამ მაინც შევქმენით ორი ან სამი სუფთა საგოლე მომენტი. გრივსს ჰქონდა კარგი შანსი, დიდ ტომს შეეძლო მისი გამოყენება. ჩვენ ბურთი ძალიან იოლად დავუთმეთ, მათ კი ისეთი მოთამაშეები ჰყავთ, რომელთაც მომენტების შექმნა შეუძლიათ და ძალიან სახიფათოები არიან.
შეიძლება ანგარიში ყოფილიყო 1:1, შეიძლება 1:0 მოგვეგო. ვფიქრობ, ეს იყო თამაში, სადაც ვინც პირველი გაიტანდა, ის მოიგებდა. ვფიქრობ, ჩვენ დამსახურებული ქულა მოვიპოვეთ“, – ამბობს შოთა არველაძე.
აღსანიშნავია, რომ შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ ჩემპიონშიფის 27-ე ტურში „ბირმინგემთან“ ფრედ დასრულებული (0:0) მატჩით გასვლაზე წაუგებელი თამაშების სერია ოთხ მატჩამდე გაახანგრძლივა.