შორთთრეკი: ქალთა დრამატული ფინალი
შორთთრეკი: ქალთა დრამატული ფინალი

დრამატული გამოდგა ფინალური გარბენი ქალთა შორის 500 მეტრზე, რომლის გამარჯვებული იტალიელი სპორტსმენი არიანა ფონტანა გახდა, მეორე და მესამე ადგილის გასარკვევად კი მსაჯების ჩარევა გახდა საჭირო. თავდაპირველი შედეგით ფონტანას სულ ოდნავ ჩამორჩა კორეელი ჩოი მინჯონგი, თუმცა მსაჯებმა მის ქმედებებში წესების დარღვევა დააფიქსირეს და დისკვალიფიკაცია მისცეს. შედეგად, მეორე ადგილი ჰოლანდიელმა იარა ვან კერკჰოფმა დაიკავა, მესამე კი კანადელმა კიმ ბუტენმა.

 

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე